დიდმა ბრიტანეთმა ოთხ ქართველ მაღალჩინოსანს ფინანსური და სავიზო შეზღუდვები დაუწესა - ამ თემას ოპოზიციური სპექტრი უკვე მეორე დღის განმავლობაში კვლავ აქტიურად განიხილავს. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, სანქციები არის პასუხი იმ რეპრესიებზე, რომელსაც „ქართული ოცნების“ წევრები ახორციელებენ. ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ სანქცირებულთა სია გაფართოვდეს და ამ სიაში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც მოხვდეს. განსხვავებული მოსაზრება აქვთ სამთავრობო გუნდში, სადაც აცხადებენ, რომ გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილება უკანონოა. იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილი შემდეგი, ვისაც დიდი ბრიტანეთი სანქციებს დაუწესებს.