როგორ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია სხდომა და ვინ არიან დაბადებულები კომისიის სხდომაზე - Palitra News

როგორ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია სხდომა და ვინ არიან დაბადებულები კომისიის სხდომაზე

2025-04-11 15:49:53+04:00

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძესთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურას მიმართავს. იმავე ზომების მიღებას გეგმავენ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას შემთხვევაშიც, თუკი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დაბარების მიუხედავად პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადდება. პარალელურად, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 საათზე ელოდებიან ოპოზიციონერ პოლიტიკოს გივი თარგამაძეს, რომელმაც დროებით საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობასა და პროკურატურაში მისვლაზე უარი განაცხადა.