აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ შაბათს აშშ ბირთვული პროგრამის შესახებ ირანთან პირდაპირ მოლაპარაკებებს გამართავს. რუბიოს თქმით, აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფსა და ირანის ლიდერს შორის მოლაპარაკებები შაბათს ომანშია დაგეგმილი. მანვე იმედი გჰამოთქვა, რომ ეს მშვიდობას მოიტანს. მისივე თქმით ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ირანს ბირთვული იარაღი არასდროს ექნება. შეგახსენებთ, მანამდე აშშ-ს მიერ ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ირანთან პირდაპირი მოლაპარაკებების წარმართვის შესახებ დონალდ ტრამპმაც ისაუბრა.