როგორ მიმდინარეობს პარლამენტში, „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა - Palitra News

როგორ მიმდინარეობს პარლამენტში, „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა

2025-04-10 15:48:32+04:00

პარლამენტში, „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. დღის წესრიგის მიხედვით, დღევანდელ სხდომაზე როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე მოკლულის მეუღლეს, ციცინო შავაძეს მოუსმინეს. ამ წუთებში კი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონებრივი უფლებების ხელყოფის საქმეს განიხილავენ.

საგამოძიებო კომისიის წევრები პარლამენტს მუშაობის ვადის კიდევ ერთი თვით 5 ივნისამდე გახანგძლივების მოთხოვნით მიმართავენ. ამ დროის განმავლობაში დროებითი საგამოძიებო კომისია ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიორგი გახარიას მოსმენასაც ითხოვს. როგორც ცნობილია კომისიაზე დაბარების შესახებ უწყისი გახარიას მშობლებს უკვე ჩაბარდა.