პარლამენტში, „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. დღის წესრიგის მიხედვით, დღევანდელ სხდომაზე ორ საკითხს განიხილავენ - როინ შავაძის მკვლელობის საქმესა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონებრივი უფლებების ხელყოფის საქმეს. საგამოძიებო კომისიის წევრები პარლამენტს მუშაობის ვადის კიდევ ერთი თვით 5 ივნისამდე გახანგძლივების მოთხოვნით მიმართავენ. ამ დროის განმავლობაში დროებითი საგამოძიებო კომისია ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიორგი გახარიას მოსმენასაც ითხოვს. როგორც ცნობილია კომისიაზე დაბარების შესახებ უწყისი გახარიას მშობლებს უკვე ჩაბარდა. რა კითხვები აქვთ ექსპრემიერთან და როდის აპირებს საგამოძიებო კომისია საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომზადებული დასკვნის საფუძველზე მიმართოს.