ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დღეს გაზაფხულის სესიაზე საქართველოსთან დაკავშირებით კენჭს უყრის რეზოლუციის პროექტს, რომელიც საქართველოში უწყვეტ დემოკრატიულ უკუსვლაზე მიუთითებს და აკრიტიკებს “ქართული ოცნების” მიერ ბოლო დროს მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და კანონებს. დღესვე გახდება ცნობილი რა გადაწყვეტილებას მიიღებენ საქართველოს დელეგაციის წევრების მანდატების შეწყვეტის თაობაზე. ამჯერად რა გზავნილებს მოვისმენთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში გამართულ დებატებზე?