მედიის ინფორმაციით, სტამბოლში რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს - Palitra News

მედიის ინფორმაციით, სტამბოლში რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს

2025-04-10 12:29:07+04:00

სტამბოლში რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსული მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკებები სტამბოლში რუსეთის გენერალურ საკონსულოში მიმდინარეობს და მხარეები ქვეყნებს შორის დიპლომატიური მისიების ნორმალიზების საკითხებს განიხილავენ.

შეხვედრაზე მოსკოვს აშშ-ში რუსეთის ელჩი, ალექსანდრე დარჩიევი, ხოლო ვაშინგტონს რუსეთისა და ცენტრალური ევროპის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, სონატა კოლტერი წარმოადგენს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრუსმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის საკითხს არ განიხილავენ და მხოლოდ საელჩოების მუშაობის შესახებ ისაუბრებენ.

ცნობისთვის, აშშ-სა და რუსეთს შორის საელჩოების ნორმალური ფუნქციონირების საკითხების შესახებ პირველი შეხვედრა სტამბოლში 27 თებერვალს გაიმართა.