ირაკლი კობახიძე „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე - გრანტების და NGO-ების მეშვეობით საქართველოში საბჭოთა მეთოდებით ცდილობენ სიძულვილის დათესვას - ეს კანონი უკავშირდება არა გრანტს, არამედ უპირისპირდება სიძულვილს - Palitra News

ირაკლი კობახიძე „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე - გრანტების და NGO-ების მეშვეობით საქართველოში საბჭოთა მეთოდებით ცდილობენ სიძულვილის დათესვას - ეს კანონი უკავშირდება არა გრანტს, არამედ უპირისპირდება სიძულვილს

2025-04-09 15:46:50+04:00

“ქართული ოცნება” გრანტების შესახებ კანონს აინიცირებს. კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება. თანხმობის გარეშე გრანტის მიღება პასუხისმგებლობას გამოიწვევს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებით, საკანონმდებლო ცვლილებები მიზნად დიქტატორული მმართველობის დამყარებას ისახავს. მათივე თქმით, ეს ცვლილებები რეპრესიული რეჟიმის კიდევ ერთი ნაბიჯია.