საქართველო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილების მოლოდინში,- ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 10 აპრილს საქართველოს საკითხზე იმსჯელებს. როგორც ცნობილია, ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტმა უკვე განიხილა სამუშაო ვერსია რეზოლუციის, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საგანგებო დებატებზე ხუთშაბათს მიიღებს. ოპოზიციური პარტიები სტრასბურგიდან კრიტიკულ გზავნილებს ელიან. ხელისუფლების ოპონენტები არ გამორიცხავენ, რომ ევროპის საბჭომ "ქართული ოცნების" წევრებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხზე იმსჯელოს.