გამოჩნდება თუ არა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ახალი ოპოზიციური პარტია, რომელიც მოსალოდნელ საპარლამენტო არჩევნებში “ქართულ ოცნებას” მეტოქეობას გაუწევს. - საკითხს ხელისუფლების ოპონენტები ეხმაურებიან და ამბობენ, რომ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის მიერ შექმნილი ნებისმიერი პოლიტიკური პარტია იმ იდეას გაიზიარებს, რასაც თავად მმართველი ძალა. მათი თქმით, ხელისუფლებას რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა შეუძლია მაშინ, როცა ეს მათთვის ხელსაყრელი იქნება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არჩევნების ობიექტურ გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე საუბრობენ და ამისთვის აუცილებელ პირობად საარჩევნო ადმსტრაციის შეცვლას ასახელებენ.