ხმაური და დაპირისპირება მოყვა 9 აპრილის მემორიალთან საჯარო მოხელეების გამოჩენას. თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილეს კონსტანტინე ზარნაძეს მოქალაქეებმა 9 აპრილის მემორიალთან მისვლის შესაძლებლობა არ მისცეს. ხმაური და დაპირისპირება ზარნაძესა და მოქალაქეებს შორის მას შემდეგ დაიწყო, როცა ის 9 აპრილის მემორიალთან მიახლოებასა და მემორიალის ყვავილებით შემკობას გეგმავდა. რა გახდა საჯარო მოხელეებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების მიზეზი.