უწყვეტი პროტესტის ფარგლებში საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილმა მოქალაქეებმა ღამე გაათენეს. რუსთაველის გამზირზე აქცია 8:00- საათზე განახლდა. ადგილზე რჩებიან საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები. აქციის მონაწილეებთან ერთად იმყოფებოდა ამერკის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანიც. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე ქაშუეთის ტაძართან, ასევე თავისუფლების მოედანთან მობილიზებულია პოლიცია.