საქართველოში მშენებლობა გაძვირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2025 წლის თებერვალში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.7 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსი გაიზარდა თითქმის 5%-ით. გაზრდილია, როგორც საცხოვრებელი, ისე არასაცხოვრებელი და სამოქალაქო სეგმენტის მშენებლობის ხარჯები. ფასის ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის დაახლოებით 15 პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 3 პროცენტიანი გაძვირებით. ამასთან, ორწლიან პერიოდში, ანუ 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 20.8 პროცენტით.