კახა კახიშვილი - ვინაიდან თავად ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ნამდვილი ოპოზიციის შექმნას აპირებს, შესაძლებელია ვისაუბროთ, რომ დაიწყებს ზრუნვას ოპოზიციაზე, რომელიც დღევანდელი „ქართული ოცნების“ ოპოზიცია იქნება - მოვა დრო და ღარიბაშვილიც წავა „ოცნებიდან“ - Palitra News

კახა კახიშვილი - ვინაიდან თავად ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ნამდვილი ოპოზიციის შექმნას აპირებს, შესაძლებელია ვისაუბროთ, რომ დაიწყებს ზრუნვას ოპოზიციაზე, რომელიც დღევანდელი „ქართული ოცნების“ ოპოზიცია იქნება - მოვა დრო და ღარიბაშვილიც წავა „ოცნებიდან“

2025-04-08 12:27:33+04:00

დაინიშნება თუ არა ხელახალი საპარლენტო არჩევნები - „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, კახა კახიშვილის ფიქრობს, რომ 2026 წელს, გარკვეული კრიზისის გამო, შესაძლოა, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს - კახიშვილის განცხადებით, შესაძლოა, მმართველმა პარტიამ იქამდე არსებული დრო საპარლამენტო საქმიანობაში სხვადასხვა რეგულაციის შესაქმნელად გამოიყენოს. კახიშვილი მიიჩნევს, რომ გასული წლის ოქტომბერში არჩეული პარლამენტი „დროებითია“. მან ამის შესახებ ისაუბრა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“. ამავე კონტექსტში საუბრისას კახიშვილი თვლის, რომ ოპოზიციამ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც პარლამენტში არ შევიდა. კიდევ რაზე ისაუბრა „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა და მოსალოდნელია თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები.