ევროკომისია აშშ-ის საპასუხოდ 25%-იანი ტარიფების დაწესებას განიხილავს - Palitra News

ევროკომისია აშშ-ის საპასუხოდ 25%-იანი ტარიფების დაწესებას განიხილავს

2025-04-08 09:36:16+04:00

ევროპის საპასუხო ტარიფები აშშ-ს - ევროკომისია აშშ-ის საპასუხოდ 25%-იანი ტარიფების დაწესებას განიხილავს, - ევროკომისიის მიერ წევრი ქვეყნებისთვის დასამტკიცებლად გაგზავნილი დოკუმენტის თანახმად, აშშ-დან ევროკავშირში იმპორტირებული საქონლის ერთ ნაწილზე ტარიფები 16 მაისიდან, მეორე ნაწილზე კი 1-ელი დეკემბრიდან ამოქმედდება. ევროკავშირის წევრი ქვეყნები ევროკომისიის წინადადებას კენჭს 9 აპრილს უყრიან.