გიორგი გახარია - ბრიუსელში ქართველი ხალხის მოთხოვნები მივიტანე - პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ, ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს - Palitra News

გიორგი გახარია - ბრიუსელში ქართველი ხალხის მოთხოვნები მივიტანე - პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ, ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს

2025-04-08 09:31:33+04:00

გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს, რომ ბრიუსელში ქართველი ხალხის მოთხოვნები მიიტანა. გახარიას განცხადებით, ბრიუსელში მისი პოლიტიკური პარტიის გზავნილი იყო ის, რომ საქართველოს ადგილი არის ევროკავშირში. მისივე განცხადებით, პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ და უნდა ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები. მისივე განცხადებით,საქართველოს ევროპული გზა უნდა აღდგეს.