კახა კახიშვილი - რაც შეეხება 2024 წლის პარლამენტს და არშესულ ოპოზიციას, ბუნებრივია, შესაძლებელია კრიზისის განმუხტვის მიზნით, 2026 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს - Palitra News

კახა კახიშვილი - რაც შეეხება 2024 წლის პარლამენტს და არშესულ ოპოზიციას, ბუნებრივია, შესაძლებელია კრიზისის განმუხტვის მიზნით, 2026 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს

2025-04-08 09:30:06+04:00

დაინიშნება თუ არა ხელახალი საპარლენტო არჩევნები - „ქართული ოცნების“ წევრის, კახა კახიშვილის განცხადებით, 2026 წელს, გარკვეული კრიზისის გამო, შესაძლოა, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს - კახიშვილის განცხადებით, შესაძლოა, მმართველმა პარტიამ იქამდე არსებული დრო საპარლამენტო საქმიანობაში სხვადასხვა რეგულაციის შესაქმნელად გამოიყენოს. კახიშვილი 2024 წლის პარლამენტს ისე უყურებს, როგორც დროებით პარლამენტს. მან ამის შესახებ ისაუბრა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“. ამავე კონტექსტში საუბრისას კახიშვილი თვლის, რომ ოპოზიციამ დიდი შეცდომა დაუშვა, რომ პარლამენტში არ შევიდა, რადგან „ქართულ ოცნებას“ მისცა იმ კანონების მიღების საფუძველი, რომელსაც „გამუდმებით აკრიტიკებდნენ“.