10 აპრილს ევროპის საბჭოში საქართველოს საკითზე იმსჯელებენ - Palitra News

10 აპრილს ევროპის საბჭოში საქართველოს საკითზე იმსჯელებენ

2025-04-08 09:27:05+04:00

10 აპრილს ევროპის საბჭოში საქართველოს საკითზე იმსჯელებენ. არსებული ინფორმაციით, ზუსტად 2 დღეში პარტნიორები მორიგ რეზოლუციასაც მიიღებენ. რას უნდა ელოდოს „ქართული ოცნება“ ევროსაბჭოს სხდომიდან - ოპოზიცია მმართველ პარტიას აფრთხილებს, რომ პარტნიორები მათ წინააღმდეგ მორიგ მწვავე რეზოლუციას მიიღებენ. ხელისუფლების ოპონენტების ინფორმაციით, ამავე რეზოლუციაში კიდევ ერთხელ გაჟღერდება ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნისა და საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნა. ოპოზიციას იმის მოლოდინი აქვს, რომ „ქართული ოცნების“ საგარეო კურსის საპასუხოდ, პარტნიორები ყოველდღიურად უფრო და უფრო მწვავე გადაწყვეტილებებს მიიღებენ.