სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპულ ბლოკს ამერიკელებთან სანქციების თემაზე ჯერ არ უსაუბრია. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ჯერ არ მიუმართავთ მათთვის სანქციების შემსუბუქების შესახებ წინადადებით. სანქციების შემსუბუქება, მათ შორის რუსეთის სახელმწიფო აგრარული ბანკის SWIFT-თან დაკავშირება, კრემლის ერთ-ერთი მოთხოვნაა უკრაინაში ზავის მისაღწევად. სანქციების შემსუბუქებას ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ ერთხმად უნდა დაუჭიროს მხარი. ბევრმა ევროპელმა ლიდერმა განაცხადა, რომ სანქციების შემსუბუქების მხარდაჭერას ჯერ არ აპირებენ.