სამშვიდობო მოლაპარაკებების პარალელურად რუსეთი უკრაინაზე თავდასხმებს აგრძელებს. აშშ-ს პრეზიდენტი აცხადებს, რომ დაბომბვები არ მოსწონს და ვაშინგტონს სურს რუსეთი შეჩერდეს. ცეცხლის შეწყვეტისა და რუსეთისგან ქმედითი ნაბიჯების აუცილებლობაზე საუბრობს ნატოს გენერალური მდივანიც. ამასთან, ევროპელი ლიდერები უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებულ სისასტიკეს გმობენ და ამბობენ, რომ რუსეთი მუდმივი დაბომბვებით სამშვიდობო მოლაპარაკებების შეთავაზებას დასცინის. პარალელურად, კრემლში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინი ცეცხლის შეწყვეტას ემხრობა, თუმცა არსებობს საკითხები რომლებიც გადაწყვეტას საჭიროებს. უფრო ვრცლად რას ამბობენ ლიდერები და როგორია მხარეების პოზიცია, ნატალია თვაური გვეტყვის