საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პარლამენტში რეგისტრირებულ კანონპროექტს ეხმიანება, რომელიც მიზნად ისახავს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისა“ და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონებში ცვლილებების შეტანას - Palitra News

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პარლამენტში რეგისტრირებულ კანონპროექტს ეხმიანება, რომელიც მიზნად ისახავს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისა“ და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონებში ცვლილებების შეტანას

2025-04-07 20:35:02+04:00

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პარლამენტში რეგისტრირებულ კანონპროექტს ეხმიანება, რომელიც მიზნად ისახავს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისა“ და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონებში ცვლილებების შეტანას. საია-ს განცხადებით, „ქართული ოცნების“ ერთპარტიული პარლამენტის მიერ ინიციირებული კანონპროექტის მიზანი პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორება, ბოლოდროინდელი რიტორიკისა და პროპაგანდის გაძლიერება, ჯანსაღი ოპოზიციის გრძელვადიანი განადგურება და ქვეყანაში ერთპარტიული, ავტორიტარული მმართველობის დამყარებაა”. წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებებით პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შესაძლებლობა გავრცელდება ისეთ პარტიებზე, რომლებიც არსებითად იმეორებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს. საიაში აღნიშნავენ, რომ პარტიების გაუქმების ინიციატივა ემსახურება პოლიტიკური ველის გასუფთავებას, ოპონენტების ჩამოშორებასა და ანტი-დემოკრატიული პროპაგანდის გაძლიერებას.