მზადება 8 აპრილის აქციისთვის,- საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები 8 აპრილის ღამეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან გაათენებენ და 9 აპრილს ადგილზე დახვდებიან ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც მემორიალთან მივლენ . როგორც დაკავებულების მშობლები აცხადებენ, ამ ფორმით ისინი ქართულ ოცნებას საკუთარ სათქმელს უშუალოდ ეტყვიან. მათივე თქმით, პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ მათი შვილები საპატიმროს არ დატოვებენ. 8 აპრილს დაგეგმილია მედიის სოლიდარობის მარშიც.