როგორ შეცვლის ცესკოს მიერ მიღებული დადგენილება ქვეყანაში საარჩევნო გარემოს - ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შესაძლო საფრთხეებზე საუბრობენ. ცესკოს დადგენილებით, არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები, მათ შორის დამკვირვებელი ამომრჩევლისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამორთმევას ვეღარ შეძლებენ. ოპოზიციაში და მესამე სექტორში ვარაუდობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით, საარჩევნო უბანზე ხმებით მანიპულირება უფრო მარტივი გახდება. საკითხს გამოეხნაურა ცენტრალური საარჩევნო კომისიაც.