საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან - როგორც თავად ამბობენ, ისინი 8 აპრილის ღამეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან დარჩებიან და 9 აპრილს ადგილზე დახვდებიან ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც 9 აპრილის ძეგლთან მივლენ . როგორც დაკავებულების მშობლები აცხადებენ, პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მათი შვილები საპატიმროს არ დატოვებენ. უფრო დეტალურად რა იგეგმება 8 აპრილის დაგეგმილ აქციაზე.