შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვაჟა სირაძე საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობას ტოვებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, სირაძე აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობას აგრძელებს. ამავე დროს, ვაჟა სირაძის გადადგომის შესახებ ინფორმაცია „ტვ პირველმა“ გაავრცელა და აღნიშნა, რომ ის სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად ინიშნება.