რამდენიმე საათში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საგაზაფხულო სესიის ფარგლებში საქართველოში არსებულ ვითარებასთნ დაკავშირებით გადაუდებელ დებატებს ჩაატარებს და ცნობილი გახდება, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროსაბჭო და შეუჩერებენ თუ არა მანდატებს „ქართული ოცნების“ დელეგაციის წევრებს. ამ საკითხს უკვე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი - მან განაცხადა, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციებს ფასი არ გააჩნია.