საპროტესტო აქციებზე დაკავებულ მომიტინგეთა ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან - როგორც თავად ამბობენ, ისინი 8 აპრილის ღამეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან დარჩებიან - ისინი ამბობენ, რომ უკვე 9 აპრილს ადგილზე დახვდებიან ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც 9 აპრილის ძეგლთან მივლენ და საკუთარ სათქმელს უშუალოდ ეტყვიან. როგორც თავად ამბობენ, პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მათი შვილები საპატიმროს არ დატოვებენ. უფრო დეტალურად რა იგეგმება 8 აპრილის დაგეგმილ აქციაზე.