კრივი-რიჰზე რუსეთის მხრიდან განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა - Palitra News

კრივი-რიჰზე რუსეთის მხრიდან განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა

2025-04-07 09:50:37+04:00

უკრაინული მედია ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ კრივი-რიჰზე რუსეთის მხრიდან განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. გარდაცვლილთა შორის 9 ბავშვია. ბოლო მონაცემებით, დაშავებულთა რაოდენობა 75-მდეა გაზრდილი. 4 აპრილს რუსეთის სამხედრო ძალებმა ბალისტიკური რაკეტით უკრაინის ქალაქ კრივი-რიჰს შეუტიეს. ოფიციალური პირების ინფორმაციით, თავდასხმა საცხოვრებელ რაიონზე განხორციელდა. ერთ-ერთი რაკეტის დაცემის ადგილის სიახლოვეს საბავშვო მოედანი მდებარეობდა.