ახალი სავაჭრო ტარიფების შემოღების შემდეგ დონალდ ტრამპი მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობს. ტრამპი განმარტავს, რომ მას პროგნოზის გაკეთება არ შეუძლია, თუმცა, როგორც თავად ამტკიცებს, აშშ-ი ძლიერია და ნებისმიერი მოცემულობისთვის მზადაა. ტრამპმა აღნიშნა, რომ მას არ სურს რაიმე დაღმასვლას განიცდიდეს, თუმცა ვითარების გამოსასწორებლად ზოგჯერ მკვეთრი ნაბიჯები აუცილებელია. აშშ-ს პრეზიდენტმა ჩინეთთან ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ჩინეთთან სავაჭრო დეფიციტი არ მოგვარდება, ის პეკინთან შეთანხმებაზე არ წავა. მისივე განცხადებით, დაწესებული ტარიფების შესახებ ევროპისა და აზიის ლიდერებსაც ესაუბრა, რა დროსაც მათ მოლაპარაკებების სურვილი გამოთქვეს. ამავდროულად, ევროკომისიის პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირი საჭიროების შემთხვევაში, ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებზე საპასუხო ზომებისთვის მზადაა. ამასთან, ურსულა ფონ დერ ლაიენი, გადამწყვეტი ზომების მიღებამდე მოლაპარაკებების საჭიროებაზე საუბრობს.