7 აპრილს მზია ამაღლობელის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება - Palitra News

7 აპრილს მზია ამაღლობელის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება

2025-04-07 09:45:38+04:00

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი, დღეს, 13:00 საათზე, გაიმართება. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მოწმეთა გამოკითხვა მიმდინარეობს.

წინა სასამართლო სხდომაზე, სასამართლომ ორი სამართალდამცველის ჩვენება მოისმინა. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს.

გამოძიება მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ბრალი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამაღლობელი 11 იანვარს საპროტესო აქციაზე დააკავეს.