პროტესტის 129-ე დღეს, პარლამენტთან აქცია განახლდა - რუსთაველის გამზირი გადაკეტილია - Palitra News

პროტესტის 129-ე დღეს, პარლამენტთან აქცია განახლდა - რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

2025-04-05 21:44:43+04:00

პროტესტის 129-ე დღეს, პარლამენტთან აქცია კვლავ განახლდა და რუსთაველის გამზირი გადაიკეტა.

აქციის მონაწილეებს სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მოტანილი და პერიოდულად სკანდირებენ: „ცეცხლი ოლიგარქიას!”, „ხალხის ძალის გეშინოდეთ“, „დგება ხალხის გაზაფხული“.

პროტესტის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია - ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.