სეულში სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს, - სეულის ქუჩებში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ათასობით მხარდამჭერი გამოვიდა, მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ მისი იმპიჩმენტის შესახებ პარლამენტის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტები ვადამდელი არჩევნების გაუქმებას მოითხოვდნენ. სამხრეთ კორეის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო პრეზიდენტის იმპიჩმენტი 14 დეკემბერს გამოუცხადა. მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საბოლოო ოფიციალური გადაწყვეტილება 4 აპრილს სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო.