რუსეთის სამხედრო ძალებმა ბალისტიკური რაკეტით უკრაინის ქალაქ კრივი რიჰს შეუტიეს, რასაც 18-ზე მეტი ადამიანის, მათ შორის 9 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა, სულ მცირე, 60 ადამიანი. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი რუსეთის უკრაინაზე თავდასხმას გამოეხმაურა და აღნიშნული ფაქტი დაგმო. მისი განცხადებით, რუსეთის ქმედებები ცხადყოფს, რომ პუტინს რეგიონში მშვიდობის დამყარება არ სურს.