თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიებს შორის ამ დრომდე აზრთა სხვადასხვაობაა. ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების ნაწილის მხრიდან ამ დრომდე არ გაჟღერებულა მკაფიო პოზიცია აპირებენ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ცნობილია კოალიცია ,,ცვლილებისთვისა და ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის პოზიცია. ისინი 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ. საკითხს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრიც. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებზე მარცხისთვის არის განწირული და ქართული ოცნება იმაზე მაღალი შედეგის მიღებას აპირებს, ვიდრე ეს საპარლამენტო არჩევნებში იყო.