ჩინეთი შეერთებული შტატების ტარიფებს ეხმაურება - ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ტრამპის ტარიფებს არაპროვოცირებული და გაუმართლებელი უწოდა და აღნიშნა, რომ ამერიკამ სავაჭრო პარტნიორებთან უთანხმოება კონსულტაციების გზით უნდა მოაგვაროს. დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ ყველა სახის ჩინურ საქონელზე დამატებითი 34%-იანი ტარიფები უკვე გამოაცხადა, რასაც საპასუხოდ ჩინეთის მხრიდანაც იდენტური რეაგირება მოჰყვა. აშშ-ის მიმართ 34%-იან დამატებით ტარიფს ჩინეთი 10 აპრილს აამოქმედებს.