პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 პირი დააკავა. გლდანი-ნაძალადევის, ვაკე-საბურთალოს, ძველი თბილისისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.