თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიებს შორის ამ დრომდე აზრთა სხვადასხვაობაა. ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების ნაწილის მხრიდან ამ დრომდე არ გაჟღერებულა მკაფიო პოზიცია აპირებენ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ცნობილია კოალიცია ,,ცვლილებისთვისა და ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის პოზიცია. ისინი 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ.