ცვლილებები სამთავრო უწყებებში,- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი ხელმძღვანელის ანრი ოხანაშვილის მოადგილეები ირაკლი ბერაია, გელა გელაძე და ლევან ხარანაული იქნებიან. დღესვე საქართველოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ახალი უფროსი პირადად წარუდგინა. რაც შეეხება სუსის ყოფილ უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს, პრემიერმა რამდენიმე დღის წინ ის რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტზე წარადგინა, თუმცა გუშინ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ პოსტს ლილუაშვილის ნაცვლად კახაბერ გულედანი დაიკავებს. შეცვლილი გადაწყვეტილების მიზეზად კი პრემიერმა განმარტა, რომ სამთავრობო გუნდსა და სუსის ყოფილ უფროსს შორის გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება ვერ მოხდა.