სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება - ანრი ოხანაშვილმა სუს-ის უფროსის პოსტზე გრიგოლ ლილუაშვილი ჩაანაცვლა. პრემიერმა ანრი ოხანაშვილი სუსის თანამშრომლებს უკვე წარუდგინა. რაც შეეხება გრიგოლ ლილუაშვილს, პრემიერმა რამდენიმე დღის წინ ის რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტზე წარადგინა, თუმცა გუშინ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ პოსტს ლილუაშვილის ნაცვლად კახაბერ გულედანი დაიკავებს. შეცვლილი გადაწყვეტილების მიზეზად კი პრემიერმა განმარტა, რომ სამთავრობო გუნდსა და სუსის ყოფილ უფროსს შორის გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება ვერ მოხდა.