აშშ-ის გაფრთხილება ვლადიმერ პუტინს - ქვეყნის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია მალე დაადგენს, უკრაინასთან მშვიდობის მისაღწევად რამდენად სერიოზულად არის რუსეთი განწყობილი. მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ თავიდანვე გამოხატა სურვილი, უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით. რუბიომ ასევე აღნიშნა, რომ ამერიკული მხარე რუსეთის წარმომადგენელს, კირილ დმიტრიევს შეხვდა და ის გზავნილი გადასცა, რომელიც რუსეთის ფედერაციის ზუსტ პასუხს ითვალისწინებს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენადაა მზად აგრესორი ქვეყანა რეგიონში მშვიდობის დამყარებისთვის. აქვე სახელმწიფო მდივანმა უპასუხა კითხვას რუსეთის მხრიდან უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შესახებ. რუბიომ აღიარა, რომ ეს რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის დარღვევას ნიშნავს.