„სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში აფლატოქსინების გამოვლენას სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ეხმიანება. ზურაბ ჩეკურაშვილის თქმით, სააგენტო რძის გადამამუშავებელ კომპანიებს წელიწადში სულ მცირე 4-ჯერ ამოწმებს. მისივე ინფორმაციით, ,,სოფლის ნობათის" კომპანია სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობს. ჩეკურაშვილი აცხადებს,რომ რძეში აფლატოქსინის აღმოჩენის შემდეგ ბაზრიდან პროდუქციის გამოთხოვა მყისიერად დაიწყო. საკითხის ექსპერტები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე კვებითი ინტოქსიკაციის არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. თუმცა აცხადებენ, რომ აღნიშნული პროდუქტის მიღება სიცოცხლისთვის სახიფათოა.