„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება ოფიციალურად წაუყენეს. სწორედ ამ მიზეზით, დღეს ის საგამოძიებო უწყებაში იმყოფებოდა. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, მისთვის უცნობია, როდის იმსჯელებს სასამართლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე. ჯაფარიძის შეფასებით, ხელისუფლება ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორებისთვის პროკურატურასა და სასამართლოს იყენებს. შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას. აღნიშნულ კომისიაზე ჯაფარიძე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, ის ჩვენების მისაცემად დაიბარეს. რა ხდება ამ საქმის გარშემო?