აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად გიორგი ბუხრაშვილი დაინიშნა - Palitra News

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად გიორგი ბუხრაშვილი დაინიშნა

2025-04-04 17:57:31+04:00

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად გიორგი ბუხრაშვილი დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

გიორგი ბუხრაშვილი სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

შეგახსენებთ, დღეს გახდა ცნობილი, რომ გრიგოლ ბესელიამ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა.