თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა - Palitra News

თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

2025-04-04 15:47:21+04:00

თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. „მეშვიდე წელია ვიკავებ აღნიშნულ პოზიციას. დროა სიახლის და მინდა წარმატება ვუსურვო მომავალ თავმჯდომარეს“ - წერს რიჟვაძე სოციალურ ქსელში. მან ხელისუფლების პირველ პირებს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილი აჭარის უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციებს უმოკლეს ვადაში გამართავს.