აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ახალი ტარიფების გამო ფინანსური ბაზრის ვარდნა მოსალოდნელი იყო და ეს ნაბიჯი ეკონომიკის „განსაკურნებლად“ აუცილებელია. კითხვაზე, თუ რა შეუძლია უთხრას ამერიკელ მუშებსა და ბიზნესებს, რომლებიც საბოლოოდ, შეიძლება, დაზარალდნენ საპასუხო ტარიფებით, ტრამპმა აღნიშნა, რომ ყველაფერი მოგვარდება. აშშ-ს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანაში გარდამავალი პერიოდი იქნება, რადგან ქვეყნები ტარიფების გადახდის ნაცვლად შტატებში ახალ ქარხნებს ააშენებენ. მისივე განმარტებით, უკვე ისაუბრა ხუთიდან ორ მთავარ ავტომწარმოებელთან. ამასთან, აშშ-ს პრეზიდენტმა, იმ შემთხვევაში, თუ სხვა ქვეყნები რაიმე ფენომენალურს შესთავაზებენ, ტარიფების შესახებ მოლაპარაკებისთვის მზაობაც გამოთქვა.