დიდი ბრიტანეთის მხრიდან ორი ქართველი მოსამართლის დასანქცირებამ საქართველოში არსებული პოზიციები ორად გაყო. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ბრიტანეთის მხრიდან ამოქმედებული შეზღუდვები მხოლოდ ლევან მურუსიძითა და მიხეილ ჩინჩალაძით არ შემოიფარგლება. ოპოზიციაში ასევე ადასტურებენ, რომ სანქციების გაფართოების მიზნით საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიურ რეჟიმში მუშაობენ. ორი ქართველი მოსამართლის წინააღმდეგ ამოქმედებული ბრიტანული სანქციები საბანკო ანგარიშების დაყადაღებას ითვალისწინებს. კიდევ რას შეეხება ეს სანქციები და რას ამბობენ ამ საკითხზე პოლიტიკური მხარეები ქვეყნის შიგნით?