ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის შეფასებით, საქართველოში სამი მოსმენით მიღებულმა „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტმა შესაძლოა უფრო შეზღუდოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების საქმიანობა“. ODIHR-ი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, „გადახედოს ამ საკანონმდებლო ინიციატივის იმპლემენტაციას. განცხადების საპასუხოდ ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ეუთო-ოდირის რეკომენდაციებს სიფრთხილით ითვალისწინებენ. უმრავლესობის ლიდერები კვლავ ამტკიცებენ რომ კანონი ეროვნული ინტერესების დაცვისა და უცხო ქვეყნის გავლენების შესამცირებლად მიიღეს.