სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს საკითხზე საერთაშორისო პარტნიორების გუშინდელი გზავნილები იყო ძლიერი დარტყმა მმართველ პარტიაზე. ქართული ოცნების ქმედებების საპასუხოდ ევროპელი და ამერიკელი ლიდერების მხრიდან გამოხატული მწვავე რეაქციის კონტექტში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ახსენა 5 განცხადება ევროკავშირის სტუქტურებიდან : კაია კალასის და მარტა კოსის ერთობლივი კომენტარი, ჰელსინკის კომისიის განცხადება ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის შეფასებები, დიდი ბრიტანეთის ახალი სანქციები და ოდირის განცხადება ე.წ „ფარას“ ანალოგიური ქართული კანონის თაობაზე. ზურაბიშვილის შეფასებით, ეს არის კიდევ ერთ წინ გადადგმული ნაბიჯი ხელახალი საპარლამენტო არჩევნებისკენ. დღეს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი და ოპოზიციურ პარტიები წინააღმდეგობის პლატფორმის ფორმატში შეიკრიბნენ.