აშშ-ში საქართველოს ხელისუფლებისგან ელოდებიან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას და სერიოზულ განწყობას, რათა ამერიკულ მხარესთან ურთიერთობი გაუმჯობესდეს- საქართველოს საკითხზე გლობალ ნიუსისთვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განმრატავს, რომ დემოკრატიული მანდატის მოპოვება ვერ მოხდება მოწინააღმდეგეების ცენზურით, ციხეში ჩასმით და ძირითადი ელექტორატის პოზიციის უგულებელყოფით. ის, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ბაიდენის ადმინისტრაციის მსგავსად კრიტიკული ტონი შეინარჩუნა გასაკვირი არ არის ოპოზიციისთვის. ქართული ოცნება კი საქართველოს შესახებ ოფიციალურ გზავნილებს არა გამოცემებიდან არამედ დიპლომატიური არხებიდან ელოდება.