საქართველოს პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა მიმდინარეობს. საგამოძიებო კომისიის კითხვებს უპასუხა ბიზნესმენმა , რამაზ ახვლედიანმა. დღევანდელ სხდომაზე ასევე დაბარებულები არიან კახა დაბრუნდაშვილი და გივი თარგამაძე, რომელიც სხდომაზე მისვლას არ აპირებს. სხდომის ბოლოს დაგეგმილია მსჯავრდებულის ჩართვა პენიტენციური დაწესებულებიდან.დღის წესრიგის მიხედვით, სხდომაზე განსახილველი საკითხებია: “საკუთრების უფლების დარღვევის, არაადამიანური მოპყრობის ფაქტები; სახელმწიფო უსაფრთხოებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის თემები”.